ალეკო ელისაშვილი – პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი.
მთავრობა საპენსიო მომსახურებაზე ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად ემზადება. პირობები განახლებულია – ტენდერში გამარჯვებული კომერციული ბანკი სახელმწიფოსგან ყოველწლიურად 15 მლნ ლარს მიიღებს, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთზე კი ზედა ზღვარი დაწესდა და ის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 15%-ით განისაზღვრა – რაც ამჟამად 25.5% გამოდის.
რომელი ბანკები მიიღებენ საბოლოოდ ტენდერში მონაწილეობას, ეს მათი ნაწილის განცხადებით, სატენდერო პირობების დეტალურად გაცნობის შემდეგ გაირკვევა – ამჟამად პენსიების გაცემას „ლიბერთი ბანკი“ უზრუნველყოფს. დღეს ამ თემაზე იმ სამთავრობო კომისიის წევრებთან ერთად ვისაუბრებთ, რომელთა მონაწილეობითაც იყო გადაწყვეტილება მიღებული.