რამდენად ხელმისაწვდომია ინტერნეტ-მომსახურების ფასები – ბაზრის კვლევის შედეგები ცნობილია.
შარშან ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ინტერნეტის ფასი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მკვეთრად მაღალია. მონაცემები 24 ქვეყანასთან შედარდა. ევროპული ქვეყნების ფასებს მნიშვნელოვნად აჭარბებს იურიდიული აბონენტების ინტერნეტ-მომსახურების ღირებულებაც. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ექსპერტები სფეროში არსებულ არაჯანსაღ კონკურენციაზე მიუთითებენ.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, მსხვილმა ინტერნეტ-პროვაიდერებმა „მოამბესთან“ მონიტორინგის შედეგების შეფასებაზე უარი თქვეს.