„ინტექ ჯორჯია 2023“ – ამ სახელწოდებით საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე მონაწილეებმა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მიმართულებით ისაუბრეს და კიბერუსაფრთხოების საკითხები განიხილეს. დისკუსიას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ასევე დარგის უცხოელი ექსპერტები. საქართველოში მსგავსი საერთაშორისო ღონისძიება წელს პირველად ჩატარდა და მიზნად ისახავს ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას.