საკანონმდებლო ორგანო საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში პირველი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ფორუმზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 120-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება, განხილვის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, თბილისი მერმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. დეტალურად რას გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და როგორია ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, – თემას თამარ წიკლაური განაგრძობს.