ბათუმის აგრარულ ბაზარში 2,5 ტონა ხორცი დაილუქა.
სავაჭრო ობიექტი სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს. ობიექტების ნაწილი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა, ზოგ მათგანში გამოვლინდა სხვადასხვა სახის შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორების ნაწილი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში შემოწმდა 800-მდე ობიექტი, მათ შორის, სასაკლაოები და ხორცის სარეალიზაციო ობიექტები. დაილუქა 10 000 კგ-მდე ხორცი.