„ცისარტყელა“ – ასე ჰქვია საქართველოში პირველ ინკლუზიურ თეატრალურ დასს, რომელიც პროფესიულ სცენაზე გამოვიდა.
დასი ქალაქ ბათუმიდან არის, თუმცა სპექტაკლები მათ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წარადგინეს. პროექტს 2007 წლიდან დღემდე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს.
„ცისარტყელას“ მორიგი წარმატებული პრემიერის შესახებ ნახეთ მერაბ წულუკიძისა ედნარ კოჩალიძის სიუჟეტი.