პროფესიონალი მოცეკვავეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ერთად სცენაზე.
საქართველოში ინკლუზიური ცეკვის პირველი სპექტაკლი იდგმება. ეს არის დემოკრატიის თემატიკაზე აგებული დადგმა სახელწოდებით „ინცე თბილისი“. „სამეფო უბნის თეატრში“ მისული მაყურებელი გერმანელი ქორეოგრაფის მიერ დადგმულ წარმოდგენას ნახავს, რომლის ონლაინ-პრემიერა პანდემიის დროს გაიმართა.