საკეისრო კვეთის მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელი.
ბოლო მონაცემებით, ქირურგიულ ჩარევებზე მშობიარობების თითქმის უკვე ნახევარი მოდის. მატების ტენდენცია განსაკუთრებით ბოლო წლებში შეინიშნება. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პანდემია, ასევე ცნობიერების ნაკლებობა სახელდება. პრობლემურადაა მიიჩნევა ექიმების კვალიფიკაციაც. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის უწყება ერთ-ერთ პრიორიტეტად ბებიაქალების ინსტიტუტის გაძლიერებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას და მათდამი ნდობის ამაღლებას აცხადებს.