ინიციატივა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ

სადავო საკონსტიტუციო პროექტი და ნეგატიური გამოხმაურება – მმართველი გუნდი საჯარო განხილვების დასაწყებად ემზადება.

ორშაბათს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება ცვლილებების პროექტი, რომლის ინიცირებას „ქართული ოცნება“ ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდისგან არასრულწლოვნების დაცვის მოტივით ხსნის. სად გადის ხელისუფლებისთვის ზღვარი ადამიანის უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის – პროექტი მთელ რიგ აკრძალვებს მოიცავს. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე საგანმანათლებლო დაწესებულებებია, სადაც კონკრეტული შინაარსის მატარებელი მასალების გავრცელება-პოპულარიზაცია აიკრძალება. მმართველი პარტია ოპონენტებს დისკუსიაში ჩართვისკენ მოუწოდებს და საკუთარი წინადადებების წარდგენას სთხოვს. ოპოზიცია ინიციატივის მიღმა წინასაარჩევნო მიზნებს ხედავს და პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. შესაბამისად, ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ 113 ხმის მოგროვებას დიდი ალბათობით ვერ მოახერხებს.