ევროკავშირმა საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის კიდევ ორ წევრ ქვეყანას შესაძლოა გაწევრიანების 10-წლიანი გეგმა შესთავაზოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი ლიეტუველი დეპუტატების ინიციატივას გაიზიარებს.
ევროპის სახალხო პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დამატებითი მექანიზმები ესაჭიროებათ. „მეტი მეტისთვის“ – ეს არის მთავარი პრინციპი ხუთგვერდიანი ინიციატივის, რომელიც მითითებულ ქვეყნებში ევროკავშირის უფრო მეტი პროგრამის დაფინანსებას, ასევე რეფორმების ხელშეწყობას გულისხმობს. დოკუმენტის ინიციატორების აზრით, მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას მეტი მოტივაცია და ხელშეწყობა სჭირდებათ.
თამუნა წიკლაური გვეტყვის, რას ნიშნავს ბრიუსელში ინიცირებული „ტრიოს სტატეგია 2030“.