„ინგუშური თქმულებები თამარ მეფეზე“ - წიგნის პრეზენტაცია

„ინგუშური თქმულებები თამარ მეფეზე“ – ამ სახელწოდებით ინგუშური კულტურის ცენტრის პირველი გამოცემის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ზეპირსიტყვიერი მოთხრობების კრებული, რომელიც 11 ნიმუშს აერთიანებს, შედგენილია ინგუში მწერლისა და ლექსიკოგრაფის ისა ქაძოევი მიერ ინგუშურ და რუსულ ენებზე. მასვე ეკუთვნის წინათქმა და მცირე ლექსიკონი, რომელიც კრებულს ახლავს. წიგნის ძირითადი ნაწილი თამარ მეფისა და ზოგადად საქართველოს ოქროს ხანის პერიოდზე გვიყვება. ის ქართულ და ინგლისურ ენებზე მარიამ ბეჟიტაშვილმა და ხავა განტემიროვამ თარგმნეს. ოთხენოვანი კრებულისთვის ილუსტრაციები მხატვარმა ლიდა ოზდოევამ შექმნა.