თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა. აღნიშნული ტერიტორიის იერსახე უცვლელად რეაბილიტირდა და მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით; მოეწყო ჰიდროიზოლაცია. აღდგა და განახლდა საკონცერტო დარბაზთან ასასვლელი კიბეები.
პროექტის ფარგლებში შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.