საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიხაში საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 147-მეტრიანი საავტომობილო ხიდი, რომლის სიგანე ექვსი მეტრია, შედგება ხუთი ბურჯისგან. ხიდამდე მისასვლელი ასფალტო-ბეტონის გზა კი 1300 მეტრია. სამუშაოებისთვის თითქმის 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში.