ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების სამი პროექტი მიმდინარეობს. ამ პროექტების ღირებულება 150 მლნ ლარია. სამუშაოების დასრულება 2026 წელს იგეგმება. შედეგად წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალმა ქსელებმა ბაკურიანი სრულად უნდა მოიცვას. პროექტების ფარგლებში, უნდა გაიზარდოს წყლის დებიტი, მოეწყოს რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და აღრიცხვის კვანძები. ასევე იგეგმება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.