ინფრასტრუქტურული სამუშაოები

კრწანისის რაიონში, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა.

დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყო გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათების ქსელს. მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ნაკადის შემცირებას მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთაზე.