ინფრასტრუქტურული პროექტი

რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 36 ავტობუსი ქუთაისს უკვე გადაეცა. მათგან 30 – 50 მგზავრს იტევს, 6 სატრანსპორტო საშუალება კი – 83 მოქალაქეზეა გათვლილი. ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ურბანული ტრანსპორტის განვითარებისთვის შერჩეულია საქართველოს ექვსი ქალაქითელავი, ფოთი, გორი, ზუგდიდი, რუსთავი და ქუთაისი. 175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა.