ქალაქ ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა.
კოსტავას ქუჩაზე უნდა განახლდეს გზის საფარი და მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტზე რეგიონული განვითარების ფონდიდან თითქმის 2 200 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. რუსთაველის გამზირზე დაწყებულია N95-97 და 99 მრავალსართულიანი ბინის ფასადის რეაბილიტაცია. მაისურაძისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე ეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები.