ინფრასტრუქტურული პროექტები მცხეთაში

მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა მხარის რწმუნებულმა.

შალვა კერესელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. მოინახულა მცხეთა-შიომღვიმის გზის წმინდა გიორგის ეკლესიასთან და წმინდა დემეტრე თესალონიკელის მონასტერთან დამაკავშირებელი და სოფლების – არაშენდასა და შანკევანის გზები.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია.