სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება – ამ ეტაპზე 60-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, მათ შორის 31 გზების მოწესრიგებას ითვალისწინებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ზედამხედველობას შესაბამისი სამსახურები უწევენ, ამ ეტაპისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების 70 პროცენტი განხორციელებულია. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება.