გზები, სკოლები, სახლები დევნილებისთვის, სპორტული და ტურისტული ობიექტები, წყალმომარაგების გაუმჯობესება,- ეს იმ პროექტების ნაწილია, რომელთა განხორციელება ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2 მილიარდიანი ბიუჯეტიდან იგეგმება. უწყების ხელმძღვანელებთან ერთად გეგმებზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
საუბარია მსხვილ პროექტებზეც, რომელთა დასრულება 2022 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.