ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ არცერთ პროექტს არა აქვს კავშირი ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანასთან – ამის შესახებ დღეს მინისტრის მოადგილემ და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონებში პროექტები გეგმის მიხედვით და წინასწარ დასახული პრიორიტეტებით მიმდინარეობს. ამასთან, ქარსელაძის ინფორმაციით, ხეების გადასატანად ცალკეული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის თანხა ფონდმა „ქართუმ“ გამოყო. ამ გზით სარგებლობა ახლა მოსახლეობასაც შეუძლია.