ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადება

„მამუკა ხაზარაძის განცხადება ანაკლიის პორტის ახალ ინვესტორთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. საუბარია პროექტში „მერიდიენ კაპიტალ ლიმიტედის“ ჩართვაზე და კომპანიის წარმომადგენლებთან ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე.

მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რომ სამინისტრო ახალ ინვესტორთან დაკავშირებით ინფორმაციას სწავლობს და გადაწყვეტილებას დადგენილ ვადაში მიიღებს. მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ ცქიტიშვილმა ახალი ინვესტორები პრაქტიკულად ოთახიდან გააგდო და აღნიშნა, რომ ასეთი ინვესტორები სახელმწიფოს არ სჭირდება.