კომაროველი მოსწავლეები ნიკოლოზ ბირკაძე და გიორგი კლდიაშვილი იაპონიაში გამართული ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ.
ქართველი მოსწავლეები 340 მონაწილიდან 16 საუკეთესოში მოხვდნენ, ხოლო ნიკოლოზ ბირკაძე ერთ ამერიკელ და ორ ჩინელ მოსწავლესთან ერთად, მსოფლიოს უძლიერეს ოთხეულში შევიდა.
გუნდური შედეგებით, საქართველო მონაწილე 87 ქვეყნიდან რვა უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა.