ინფორმაციული წიგნიერების კვირეული

როგორ ადაპტირდება მედია ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქასთან – ამ თემაზე დღეს მედია-მენეჯერები იმ პანელზე მსჯელობდნენ, რომლითაც მედია წიგნიერების კვირეულის შემაჯამებელი კონფერენცია დაიხურა.

პანელის სპიკერი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი იყო, რომელმაც ციფრული მედიის მიმართ მზარდ ინტერესზე ისაუბრა და დისკუსიის მონაწილეებს საზოგადობრივი მაუწყებლის მიერ დანერგილი ციფრული პლატფორმები გააცნო. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო აპლიკაცია, სადაც ფილმების, სერიალების და შემეცნებით-გასართობი გადაცემების ნახვაა შესაძლებელი. საზოგადოებაში მედია-წიგნიერებაზე ცნობიერების ასამაღლებლად კვირეულის შემაჯამებელ კონფერენციაზე სხვა პანელებიც მოეწყო.