ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება-გავრცელების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების მცდელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი, გოგი დალაქიშვილი დააკავა.
სამართალდამცველებმა უკვე გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი. როგორც ირმა ჭკადუამ საქმის ზედამხედველ პროკურორთან შეხვედრამდე განაცხადა, მას აინტერესებს დასაკითხ პირთა წრე, რომლის შესახებაც დალაქიშვილმა მიაწოდა ინფორმაცია, არის თუ არა დაკითხული ამ დროისთვის.
პროკურატურის დატოვების შემდეგ, ირმა ჭკადუა დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში აპირებს მისვლას, სადაც დალაქიშვილს ბრალი დღეს, ოფიციალურად უნდა წარუდგინონ.