ინფორმაციას, რომ აზიური ფაროსანა საქართველოში ხელოვნურად არის გამოყვანილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში უსაფუძვლოს უწოდებენ
რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოკუპირებულ აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად არის გამოყვანილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უსაფუძვლოს უწოდებენ.
მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მავნებლის პრობლემა მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის შვეიცარიაში, ავსტრიაში, იტალიასა და რუსეთში.
მცენარეთა დეპარტამენტის უფროსის თქმით, ქართული მხარე მზად არის, მეზობელი ქვეყნების ამ დარგის სპეციალისტებთან, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებთანაც, ითანამშრომლოს.