ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმში „კოვიდ-19“ კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა. ქალი, რომელიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა. შედეგად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 16 კოვიდ-ინფიცირებული რჩება. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების შემთხვევაში კი ვირუსი მსუბუქი ფორმით, გართულებების გარეშე მიმდინარეობს.