ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელებულია. ინფორმაციას თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორი ადასტურებს. მას ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს. განმეორებითი კვლევა უნდა ჩაუტარდეს კიდევ ერთ პაციენტს, რომელიც უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ასევე გამოჯანმრთელებუად ჩაითვლება.
ამ დროისთვის ინფექციურ კლინიკაში 28 ინფიცირებული პირია მოთავსებული. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის იგეგმება გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერა, – თამარ ნადარეიშვილი გაგვაცნობს.