ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა 

30 ინფიცირებული და ორი სავარაუდო გამოჯანმრთელებული პაციენტი.

დღის ბოლოს ცნობილი გახდება პირველი პაციენტის მდგომარეობა, რომლის ორგანიზმშიც კორონავირუსის შტამი გუშინ არ აღმოჩნდა. დღეს კი განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან. ტესტირება ჩაუტარდა მეორე პაციენტსაც, რომელიც საქართველოში თებერვლის ბოლოს ირანიდან შემოვიდა და ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ინფიცირებული პირების მდგომარეობას ინფექციური საავადმყოფოდან თამუნა ნადარეიშვილი გაგვაცნობს.