ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ახალი შენობის გახსნა

თბილისში, დიღმის მასივში ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. ცენტრი თენგიზ ცერცვაძის სახელს ატარებს, რომელიც წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა მას.