ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკო-ს თავმჯდომარეს დაუდგენელი სითხე შეასხა, პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი დავით კირთაძის საქციელს იწონებს, მას გმირულს უწოდებს და მადლობას უხდის. მმართველ გუნდში კი ინციდენტს სამარცხვინოდ აფასებენ და ამბობენ, რომ კირთაძე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.