პოლიტიკური პოლარიზაცია და ურთიერთბრალდებები – ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, სულ უფრო იზრდება ბულინგისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების ფაქტები. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ, კონკრეტული დეპუტატებისა და ამავე დროს სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან გამოჩნდა სიძულვილის ენის შემცველი წარწერები.
ფსიქოლოგიური ტერორის კამპანია – ასე აფასებენ მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს და ამბობენ, რომ ამ ყველაფრის უკან რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი დგას. იგივე ბრალდებებს უყენებს უმრავლესობას ოპოზიციაც. გვიან ღამით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარ ინციდენტში პარტიის წევრები სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.