ინციდენტი N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში

N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თანამესაკნეებს შორის ჩხუბის შედეგად ერთი მსჯავრდებული დაშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, 27 ივნისს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულების ორ სხვადასხვა ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ იმავე დღეს მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.