ინციდენტი მარნეულში და პოლიტიკური შეფასებები

მარნეული ამჯერადაც წინასაარჩევნო დაპირისპირების და ძალადობის მთავარი ეპიცენტრია.

გუშინ ღამით „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ნაცემია „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე აქტივისტი და ტელეკომპანია „მთავარის“ რეპორტიორი, ჯეიჰუნ მუჰამედალი, რომლებიც თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდნენ.

როგორ დაიწყო ინციდენტი: მხარეები ფაქტს სხვადასხვანაირად აღწერენ, თუმცა მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მათი აქტივისტები პროვოკაციას წამოეგნენ. დაპირისპირების სერია დილითაც გაგრძელდა. სამსახურში მიმავალ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის თანამშრომელს ჯერ მანქანით დაეჯახნენ, შემდეგ კი სცემეს.