ხაშურში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. „ქართული ოცნების“ აქტივისტი, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წაღვერის მაჟორიტარობის კანდიდატს და საკრებულოს მოქმედ წევრს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, უკვე დაკითხეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
ნონა გრიგალაშვილის მტკიცებით, ჯონდო კაპანაძემ მას შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ საარჩევნო პლაკატებს თავად „ოცნების“ აგიტატორი ხევდა, რაზეც უსაყვედურა. მომხდარს „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატი გამოეხმაურა.