გმირული აქტი, პროვოკაციული ნაბიჯი თუ მორიგი დესტრუქციული ქმედება? – უკვე მეორე დღეა, ცესკო-ს თავმჯდომარეზე თავდასხმა პოლიტიკური შეფასებების საგანია. დავით კირთაძეს, რომელიც საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, ახლა საგამოძიებო უწყების კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. გამოძიება დაადგენს იმასაც, რა სახის ნივთიერება შეასხა შემაჯამებელი სხდომის მიმდინარეობისას მან გიორგი კალანდარიშვილს. მმართველი გუნდი სამართლებრივ პასუხისმგებლობას სწორედ კირთაძეს, პოლიტიკურს – კი „რადიკალურ ოპოზიციას“ აკისრებს. თავად ოპოზიცია კი ცესკო-ს სხდომათა დარბაზში მომხდარ ფაქტს იწონებს და კირთაძეს გმირობისთვის მადლობასაც უხდის.