ინციდენტი ბორჯომში

ხმაური და დაპირისპირება იყო ბორჯომში, სადაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები, სემინარის გამართვას გეგმავდნენ. ზურა ჯაფარიძის პარტიას მოქალაქეებმა სემინარის ჩატარების უფლება არ მისცეს და გავრცელებული ინფორმაციით, მათი მიერ ბოლო პერიოდში პატრიარქზე და ეკლესიაზე გაკეთებული განცხადებები შეახსენეს.

მომხდარის შედეგად, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.