ინაუგურაციის პარალელურად, ოპოზიცია თელავში საპროტესტო აქციისთვის ემზადება
ინაუგურაციის პარალელურად, თელავში საპროტესტო აქციისთვის ემზადება ოპოზიცია. ქალაქის მერიის მიერ ალტერნატიული ტერიტორიის შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის და შეკრებას ისევ ერეკლე მეორის ძეგლის მიმდებარედ გეგმავს.
მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. დაანონსებულ აქციას არ უერთდება პოლიტიკური მოძრაობა “გირჩი”. ამის შესახებ დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.