შიდა კონსულტაციების შემდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციამ სამოქმედო სტრატეგია გამოაცხადა.
პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს.
საპროტესტო გამოსვლის ერთ-ერთ ლოკაციად ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორია სახელდება. აქციები დაანონსებულია თბილისსა და სხვა ქალაქებში. სწორედ საპროტესტო გამოსვლების გზით შეეცდებიან ოპოზიციური პარტიები იმ სამპუნქტიანი მოთხოვნების შესრულებას, რომელთა შორის ერთ-ერთი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.
მოთხოვნები მისაღებია, თუმცა პროტესტის შერჩეულ ფორმას არ უერთდებიან „ევროპული საქართველოდან“.