იმუნიზაციის საბჭოს სხდომა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წითელა-წითურას ელიმინაციის პროგრამების ხელმძღვანელი დადებითად აფასებს საქართველოში წითელას გავრცელების შეკავების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა არსებულ გამოწვევას გაუმკლავდება.

წითელას ეპიდ-სიტუაციასთან დაკავშირებით, იმუნიზაციის ხელშემწყობი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე  წარდგენილი იყო ინფორმაცია წითელას გავრცელების  და  გატარებელი კონტროლის ისეთი ღონისძიებების შესახებ, როგორიცაა  – დამატებითი და გეგმიური იმუნიზაცია, ეპიდ-ზედამხედველობა, ლაბორატორიული დიაგნოსტირება და კომუნიკაცია.