ჯო ბაიდენი შესაძლოა ამერიკის მესამე პრეზიდენტი გახდეს, რომლის წინააღმდეგაც იმპიჩმენტი დაიწყოს.
„რესპუბლიკელები“ ქვეყნის ლიდერს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში სდებენ ბრალს. საქმე კი ბაიდენის ვაჟის ბიზნეს გარიგებებს ეხება, საიდანაც როგორც დემოკრატი პრეზიდენტის ოპონენტები ამტკიცებენ, სარგებელს ბაიდენის მთელი ოჯახი იღებდა. „დემოკრატები“ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და „რესპუბლიკელებს“ „კუდიანებზე ნადირობაში“ ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, „რესპუბლიკელებს“ ბაიდენის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისკენ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც მოუწოდებდა.