კიევში რამდენიმე საათის წინ განვითარებულ მოვლენებზე უკრაინელმა სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის ორი ახალი საქმე აღძრეს.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კიევის ცენტრში მდებარე ოქტომბრის სასახლის აღება შტურმით სცადეს. კულტურის სახლი ამ დროს წარმოდგენას მასპინძლობდა, მომიტინგეებს კი, წინააღმდეგობა ადგილზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა გაუწია. ერთ-ერთი საქმე სწორედ შენობის დაკავების მცდელობას ეხება.
უკრაინის დედაქალაქში განვითარებული მოვლენების და ახლა არსებული ვითარების შესახებ გურამ როგავა ისაუბრებს კიევიდან პირდაპირ ეთერში.