„იმოქმედე უფლებებისთვის“ ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში თბილისში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა თბილისიდან, შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე ჯავახეთიდან და კახეთიდან. ფორუმი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, ნორვეგიის საელჩო საქართველოში და გაერო-ს წარმომადგენლობა.