ამომრჩევლების რეგისტრაცია, ხმის მიცემა და ხმების დათვლა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით – ბათუმის ორ საარჩევნო უბანში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა.
6-საათიანი კენჭისყრის პროცესი ოთხი საათის წინ დასრულდა. პროცესს თვალს ცესკო-ს წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და მედია ადევნებდნენ თვალს. ეს იყო ერთგვარი რეპეტიცია 2 აპრილს ბათუმში დაგეგმილი საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ. მიზანი დღეს გამოყენებული ელექტრონული საშუალებების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლა და მომდევნო არჩევნებზე მათი დანერგვის საკითხის გადაწყვეტაა.