ქუთაისი კონფერენციას სახელწოდებით – „იმერეთი თავისუფალი ცე ჰეპატიტისგან“ მასპინძლობს. ღონისძიებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის ექიმები და დარგის ექსპერტები ესწრებიან.
დღეის მდგომარეობით, ცე ჰეპატიტის სკრინინგის ერთიან ეროვნულ ბაზაში 3 მილიონზე მეტი სკრინინგის მონაცემია დარეგისტრირებული. ნამკურნალებ პაციენტთა შორის განკურნების მაჩვენებელი 98.7%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლებით, საქართველო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე, მსოფლიოში ერთ-ერთი უპირობო ლიდერია.