„იმედის“ დარბევის საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი გამოკითხეს. სასამართლო განიხილავს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეში კუდ-ის მაშინდელი უფროსის, ერეკლე კოდუას მონაწილეობის საკითხს.

სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა წვერმა დღეს დეტალურად გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიაში შესვლა და მიღებული ბრძანების შესახებ ისაუბრა.

საქმის განხილვა გრძელდება.

მორიგი სხდომა 14 თებერვალს ჩაინიშნა.