უკრაინა Starlink-ის სატელიტური კავშირის საშუალებით ინტერნეტს კვლავ უფასოდ მიიღებს. გადაწყვეტილებმა SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მიიღო. „მიუხედავად იმისა, რომ Starlink კვლავ კარგავს ფულს და სხვა კომპანიები კი მილიარდობით დოლარს იღებენ გადასახადების გადამხდელებისგან, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას” – წერს ილონ მასკი „ტვიტერზე“. მან ერთი დღით ადრე, აშშ-ის მთავრობას განუცხადა, რომ უკრაინისთვის ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას აღარ აპირებდა და პენტაგონს დაფინანსების სხვა წყარო უნდა მოეძიებინა.