ილიაობა

 კათოლიკოს-პატრიარქი დღეს სიონის ტაძარში მიბრძანდა. ტაძრებში დილიდან წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელისა და წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის ხსენებისადმი და ილია მეორის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი ლიტურგია შესრულდა.

პატრიარქის მოსაყდრემ ქადაგებაში სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის განსაკუთრებულ ღვაწლზე და მისიაზე გაამახვილა ყურადღება, რის შემდეგაც მრევლს თავად ილია მეორემ მიმართა.

ილიაობის დღესასწაულზე ტრადიციულად ხალხმრავლობა იყო საგურამოში. ილიას სახელ-მუზეუმში მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს.