გორგობის სადღესასწაულო წირვის დასაწყისში ილია მეორემ პატრიარქის მოსაყდრე დაასახელა. სასულიერო პირი რომელიც საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მართვას ახალი პატრიარქის არჩევამდე გადაიბარებს. ეს შეიძლება მოხდეს მოქმედი პატრიარქის გარდაცვალების, საპატრიარქო ტახტის დატოვების, ან რაიმე განსაკუთრებული გარემოების დადგომის შემთხვევაში. ილია მეორემ საკუთარ თანამოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი შიო მუჯირი დაასახელა. რას ნიშნავს პატრიარქის თანამოსაყდრეობა და როგორ აფასებენ ილია მეორეს გადაწყვეტილებას თეოლოგები.
ნათია ქენქაძე მუშაობდა თემაზე.