ილია ფილფანის ოჯახის განცხადება

თითქმის სამთვიანი გაუჩინარების შემდეგ, ილია ფილფანს უკვე ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ. სვანეთში დაკარგული მოზარდის მშობლების განცხადებით, ბავშვის გაუჩინარების ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება და ინფორმაციის ნაკლებობა სამუშაოებს აფერხებს.

მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მოზარდის ადგილსამყოფელის ან ბავშვის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისთვის, ფულად ჯილდოს აწესებენ. დაკარგული მოზარდის მშობლების განცხადებით, ოჯახი გარანტიას იძლევა, რომ ინფორმაციის მომწოდებლების დევნას არ დაიწყებენ.